logo
ENG



"გაიხსნას დახურული სახელმწიფო" - კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება

30 იან 202115:33
3 წუთის საკითხავი
 

"გაიხსნას დახურული სახელმწიფო" - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან, კროონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, აქცია იმართება.

რესტორატორები აქციას, პუშკინის ბაღიდან, მსვლელობით შეუერთდნენ, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ მათ მუშაობის საშუალება მისცენ.

პროტესტის ნიშნასდ რესტორატორებმა ერთი დღით მიტანის სერვისი გააუქმეს.

"ქვეყანა გაიხსნას უსაფრთხოდდ, ეკონომიკა გაიხსნას. მოგვცენ მუშაობის შესაძლებლობა და მოგვცენ იმ ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა, ვისაც ძალიან უჭირს, ვისაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც წამოიწყოს თავისით და დამოკიდებული არიან იმ საქმიანობაზე, რასაც აკეთებენ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა",-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები უკვე მეორე კვვირაა იმართება.

 22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა